Image

"მდინარეზე ოჯახის წევრებთან ერთად იყო, რა დროსაც ნაპირი ჩამოიშალა და მორევმა ჩაითრია..."

image
loading...

მდინარე ალაზანში დამხრჩვალი მოზარდი კოლაგის საჯარო სკოლის მოსწავლეა.

14 წლის თორნიკე ოსკანოვი ალაზნზე, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ერთად იმყოფებოდა. მდინარის ნაპირას, მიწა ჩაიშალა და მოზარდი მორევმა ჩაითრია.

თორნიკე ოსკანოვი სოფელში მცირეწლოვან დასთან და დედასთან ერთად ცხოვრობდა. მამა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინის მკვიდრია, თუმცა მშობლები ერთად აღარ ცხოვრობდნენ. მოზარდი კოლაგის საჯარო სკოლაში ორი წლის წინ გადავიდა, მანამდე ოჯახი, რომელიც სოციალურად დაუცველია, თბილისში ცხოვრობდა.

სკოლის დირექტორის, ალინა პანასენკოს ინფორმაციით, თორნიკე მოწესრიგებული და ზრდილობიანი მოსწავლე იყო.

„ორი წელია, ჩვენს სკოლაში დადის. წესიერი და ზრდილობიანი ბავშვი იყო. დედაც ძალიან მშრომელი ქალია", - განუცხადა „პრაიმტაიმს" დირექტორმა.

შეგახსენებთ, დღეს მდინარე ალაზანში მოზარდი დაიხრჩო. მყვინთავებმა მისი ამოყვანა რამდენიმე საათში მოახერხეს, თუმცა მოზარდი უკვე გარდაცვლილი იყო.шаблоны для dle 11.2
loading...
4-09-2019, 11:54
-
---
კომენტარები

რეკლამა
loading...
უცნაური ამბები